თეკუნა გაჩეჩილაძე თბილისში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი შეფ–მზარეულია. მან შემოქმედებითი მიდგომითა და ინოვაციური ხედვით ქვეყნის ტრადიცული გასტრონომია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. თეკუნას მიერ შექმნილმა კულინარიულმა სკოლამ და კაფე „ლიტერამ“ გურმანებს „ქართული ფიუჟენი“ შესთავაზა და მალევე მოიპოვა აღიარება. მანვე შექმნა აბანოთუბანში მდებარე „ხაშერია“ ტრადიციული ქართული კერძებით და ღვინის ქარხანაში მდებარე „Taqueria Teko’s Tacos“, რომელიც ქართულ–მექსიკური სამზარეულოს სინთეზია.